N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში “პი სი არ” მეთოდით 89 პირი გამოიკვლიეს, საიდანაც ვირუსი 47-ს დაუდასტურდა. ამის შესახებ TV4-ს სამედიცინო დაწესებულებაში განუცხადეს.
ამასთა, რუსთავში ცენტრალური საავადმყოფოს ცხელების ზონაში ვირუსი დაუდასტურდა ორ პაციენტს, დღე-ღამეში კლინიკაში ოთხი პირი გამოიკვლიეს. დადასტურებული შემთხვევები რუსთაველები არიან და ისინი მკურნალობას ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ აგრძელებენ.
34 პირის ტესტის პასუხს ელოდებიან კლინიკა „რუსთავში. ვირუსის ახალი შემთხვევა სამედიცინო დაწესებულებაში არ დაფიქსირებულა.