საქართველოში კორონავირუსით 36 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 1 576-ს შეადგენს.
დღეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 4 673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 893 პაციენტი.