კორონავირუსის ახალი შემთხვევები რუსთავში

 ბოლო 24 საათში ქვეყანაში გამოვლენილი 4 260 ახალი შემთხვევიდან, ქვემო ქართლის რეგიონში ვირუსი  351 პირს დაუდასტურდა.

  33 პირს დაუდასტურდა “კოვიდ -19” რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში. სამედიცინო დაწესებულებაში დღე-ღამის განმავლობაში 66 პირი გამოიკვლიეს.

რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ცხელების ზონაში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეპიდემიოლოგების ინფორმაციით, ინფიცირებულები რუსთაველები არიან და მკურნალობას რუსთავის ცხელების ცენტრში გააგრძელებენ.

ახალი შემთხვევები არ ფიქსირდება კლინიკა “რუსთავში”. სამედიცინო დაწესებულებაში დღეს კიდევ 34 ადამიანს გამოიკვლევენ და მათი პასუხები, სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი.