კორონავირუსის ახალი შემთხვევები რუსთავში – N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში, ბოლო 24 საათის განმავლობაში სულ 112 სწრაფი ტესტი ჩატარდა, საიდანაც 42 პირი კოვიდდადებითი აღმოჩნდა. როგორც დიაგნოსტიკურ ცენტრში TV4-ს განუცხადეს, ადამიანების სწრაფი ტესტების მეშვეობით შემოწმება რეგულარულად ხორციელდება, რაც მონაცემების ხშირ ცვალებადობას იწვევს.
რუსთავის ცენტრალურ ცხელების ზონაში აღებული საკვლევი ნიმუშებიდან არცერთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, თუმცა ზონას აკითხავენ პაციენტები, რომლებიც უკვე დადასტურებულად კოვიდინფიცირებულები არიან, ამიტომ ცენტრალურ საავადმყოფოში თავისუფალი საწოლების პრობლემაა.