საქართველოში კორონავირუსის 4 673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 893 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
„ორთვიანი ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 16 646 ტესტი, აქედან 11 400 ანტიგენი და 5 246 PCR.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 169 649-ს, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 141 392-მდე.