კორონავირუსის ახალი შემთხვევები რუსთავში

რუსთავში დღის განმავლობაში კორონავირუსის 96 შემთხვევა გამოვლინდა. ახალი შემთხვევები კლინიკების მიხედვით ასე ნაწილდება:

რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში სწრაფი ტესტით 193 ადამიანი გამოიკვლიეს, საიდანაც ვირუსი 69-ს დაუდასტურდა. ამავე სამედიცინო დაწესებულებაში “პისიარ”-ით გამოიკვლიეს კიდევ 11 პაციენტი, რომელთა პასუხები ცნობილი სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი.

რუსთავის N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში დღის განმავლობაში 105 ადამიანი გამოიკვლიეს. “კოვიდ19” მათგან 25 პირს დაუდასტურდა.

მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსზე 10 ადამიანი გამოიკვლიეს და მათგან ვირუსი 2-ს დაუდასტურდა.

კლინიკა “რუსთავში” ამ დროისთვის რამდენიმე ადამიანის ტესტის პასუხებს ელოდებიან, ხოლო ცენტრალური საავადმყოფოს ცხელების ზონაში ინფიცირების ახალი შემთხვევა არ ფიქსირდება.