კორონავირუსი 50 დღის ჩვილმა დაამარცხა

კორონავირუსი თვე-ნახევრის ჩვილმა დაამარცხა. ინფორმაციას კლინიკა ბომონდი ავრცელებს.

როგორც ცნობილი ხდება, ჩვილი მკურნალობისა და მონიტორინგის კურსს 10 დღის განმავლობაში გადიოდა.

კლინიკის პედიატრიული სამსახურის ცნობით,  პაციენტი ინტერვენციული მედიცინის ცენტრში სისუსტისა და ტემპერატურის ჩივილებით მიიყვანეს, სადაც კორონავირუსის დადასტურების შემდეგ უკვე კლინიკა ბომონდში გადაიყვანეს.

ამ დროისთვის პედიატრიულ განყოფილებაში მკურნალობის კურსს 13 ბავშვი გადის.