„ლელოს“ ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები სხდომას მართავენ.
როგორც ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი უგულავამ განუცხადა, ეს არის საკონსულტაციო შეხვედრა, სადაც ფუნდამენტურ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ.
„მესამე რაუნდი ჯერ ჩანიშნული არ არის, თუმცა ვვარაუდობ უახლოეს დღეებში ჩაინიშნება. დღეს მსჯელობა იქნება დოკუმენტზე, რომელიც ბოლოს ელჩებს გადავეცით“,- აღნიშნა გიგი უგულავამ.









