ლიდერბეთის ტოტალიზატორი დააყაჩაღეს

ვარკეთილის მეტროსთან ლიდერბეთის ტოტალიზატორი დააყაჩაღეს. გავრცელებული ინფორმაციით, წაღებულია 54 000 ლარი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება 179-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს.