“ლოქდაუნზე ინფორმაცია ჭორია”

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, სრული ე.წ. ლოქდაუნი ქვეყანაში არ იგეგმება. მისი თქმით, ამის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია “ჭორებია”.

“ბოლოს დაწესებული მიზნობრივი შეზღუდვების შედეგებს ჩვენ დღეს უკვე ვგრძნობთ. რაც მთავარია, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა გრძნობს და მდგრადად უმკლავდება იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს არის. ამიტომ, არანაირი ლოქდაუნების და კიდევ უფრო მკაცრი შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა, განსაკუთრებით, გადაადგილებაზე არ არსებობს და არ იქნება. ეს არის ჭორები”, — განაცხადა გახარიამ.

29 დეკემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 2 012 ახალი დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 2 638 პირი, ხოლო გარდაიცვალა — 25.