დღეიდან, რუსთავის მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსზე ტესტირებები დაიწყო. კლინიკაში შესაძლებელია, როგორც ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტით გამოკვლევა, ისე “პი-სი-არ”-ით.
შეგახსენებთ, რუსთავის მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის კოვიდისმიმღებ ცენტრად გადაკეთება იგეგმება.
დაწესებულებაში კოვიდინფიცირებულ პაციენტებს იანვრიდან უმკურნალებენ.აღნიშნულ კლინიკაში დამატებით 100-მდე კოვიდსაწოლის მობილიზება იგეგმება.