მარნეულში სამარშრუტო მიკროავტობუსში კაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას შსს ადასტურებს. ჯერჯერობით, გარდაცვალების მიზეზი უცნობია.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.