კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ონლაინსწავლების პერიოდში, 2020 – 2021 სასწავლო წლებში, ინტერნეტი დაბალი ტარიფით იქნება ხელმისაწვდომი. კომისიამ გადაწყვეტილება “მაგთის”, “ჯეოსელისა” (“სილქნეტი”) და “ბილაინის” (“ვიონი საქართველო”) წერილების საფუძველზე მიიღო.
კერძოდ, კომპანიებს უფლება აქვთ სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს 30 დღიანი ვადით ინტერნეტი 20 გბ 10 ლარად შესთავაზონ. ამ პროცესში, შესაძლოა, კომპანიებს სუბსიდირება დასჭირდეთ, რაც მანამდე კომისიამ კომპანიებს აუკრძალა.
ჩვენ არ ჩაგითვლით სუბსიდირებას – ანუ დაგრთეთ ნება ზარალიანი ტარიფის”, – განაცხადა სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა.
კომისიის სხდომაზე გაირკვა, რომ ამ პაკეტის ფარგლებში ჩასართავი აბონენტებს განათლების სამინისტრო განსაზღვრავს. როდის შეძლებენ მასწავლებლები და მოსწავლეები შეღავათიანი ტარიფით სარგებლობას, განათლების სამინისტროში კონკრეტული თარიღის არ ასახელებენდა უწყებაში აცხადებენ, რომ ტექნიკურ საკითხებზე მუშაობენ.