მერვე მიკრორაიონში ელექტროსადენების მოკლე ჩართვა მოხდა. ადგილობრივმა მოსახლეობამ, უსაფრთოხების მიზნით, სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი გამოიძახა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციაც.
როგორც „ენერგო პრო ჯორჯიაში“ TV4-ს განუცხადეს, მერვე მირკორაიონში ადგილობრივებს დროებით არ მიეწოდებოდათ ელექტროენერგია.
ამ დროისთვის აბონენტებს ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდებათ.