მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი დღეს აღარ გაიმართება

„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ სპექტრს შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი დღეს აღარ გაიმართება.

აუდიენციის გადადების მიზეზი უცნობია.

შეგახსენებთ, რომ დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი დღეს იყო დაანონსებული, რასთან დაკავშირებითაც განცხადება გუშინ თავად ევროკავშირის ელჩმაც გააკეთა.

მეხუთე რაუნდი ფასილიტატორების ჩართულობით სავარაუდოდ, ორშაბათს გაიმართება.