რუსთავის სამშობიარო სახლის მიმდებარედ, მშრომელთა სოლიდარობის კავშირმა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა პერფორმანსი გამართეს.
შეკრებილებმა მედპერსონალს ტკბილეული გადასცეს და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს.
აქცია-პერფორმანსის ორგანიზატორები სამშობიარო სახლის ადმინისტრაციისგან ნაკისრი ვალდებულების შესრულებას ითხოვენ და სოლიდარობას უცხადებენ იმ დასაქმებულებს, რომლებსაც ანაზღაურება დროულად არ მიუღიათ.