„ოპოზიციას აქვს მყარი გადაწყვეტილება, რომ ერთადერთი გამოსავალი ამ კრიზისული ვითარებიდან, ეს არის ხელახალი არჩევნების ჩატარება”- აცხადებს „ევროპული საქართველოს” წევრი, ირმა ნადირაშვილმა.
მისივე თქმით, მოლაპარაკების რაუნდზე, ოპოზიცია საუბარს ამ მოთხოვნით დაიწყებს.
„ოპოზიციას აქვს მყარი გადაწყვეტილება, რომ ერთადერთი გამოსავალი ამ კრიზისული ვითარებიდან, ეს არის ხელახალი არჩევნების ჩატარება, ყოველთვის, ყველა მოლაპარაკების დროს, ეს იქნება მე-100 თუ 50-ე რაუნდი, ოპოზიცია დაიწყებს საუბარს ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით.
თუ ხელისუფლება ვერ ხვდება რამხელა კრიზისია ქვეყანაში, თუ ვერ ხვდება, რომ ადამიანების საპყრობილეში ჩაყრით და მძევლად აყვანით ამ კრიზისს ვერ მოაგვარებს და საჭიროა ხელახალი არჩევნების დანიშვნა, ეს უბრალოდ დროში გადასაწყვეტი პროცესია, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში ივანიშვილის სასარგებლოდ არ დამთავრდება”,- განაცხადა ნადირაშვილმა.