ოთხ წლიანი სასამართლო პროცესი უზენაეს სასამართლოში პროფკავშირების გამარჯვებით დასრულდა. პროფკავშირების ინფორმაციით, მამაკაცი, რომელიც რუსთავის აზოტში 1991 წლიდან ავტოსატრანსპორტო საამქროში მძღოლის პოზიციაზე იყო დასაქმებული, 2016 წელს ვალდებულების დარღვევის საფუძვლით გაათავისუფლეს სამსახურიდან.
პროფკავშირების მიერ სასამართლოში წარდგენილი სარჩელი სამსახურში აღდგენისა და ანაზღაურების მოთხოვნას გულისხმობდა.
საბოლოო გადაწყვეტილება საქმეზე უზენაესმა სასამართლომ 2020 წლის 3 დეკემბერს მიიღო.
სამივე ინსტანციის სასამართლომ ერთმნიშვნელოვნად მიიჩნია, რომ არ არსებობდა “რუსთავის აზოტში” დასაქმებული მამაკაცის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი.
კომპანიას მისი სამსახურში აღდგენა და ანაზღაურების სრულად – გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენის დღემდე – მიცემა დაევალა.