პარლამენტთან დაპირისპირება პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მოხდა.სამოქალაქო ატივისტების თქმით, მათ ჰქონდათ სურვილი პარლამენტის შენობასთან აღმართულ რკინის ჯებირებზე წარწერები გაეკეთებინათ, რისი საშუალებაც არ მისცეს.
პარლამენტთან აქცია რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. აქტივისტებს გაშლილი აქვთ რამდენიმე კარავი და ტერიტორიაზე 24 საათის განმავლობაში რჩებიან. ისინი არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ.