“პი-სი-არ” და სწრაფი ტესტის პასუხები რუსთავში-დადასტურდა ახალი შემთხვევები

კორონავირუსის ახალი შემთხვევები რუსთავში- N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში “პისიარ” ტესტით გამოკვლეული 16 პირიდან, ცხრის  პასუხი კორონავირუსზე დადებითია, კიდევ შვიდის საკვლევი ნიმუშების პასუხს, სამედიცინო დაწესებულებაში ელოდებიან. 

როგორც დიაგნოსტიკურ ცენტრში TV4-ს განუცხადეს, ბოლო 24 საათში კლინიკაში 36 პირი გამოიკვლიეს. 20 პირს ვირუსი სწრაფი ტესტით დაუდასტურდა. 

რაც შეეხება ქალაქის ცენტრალური საავადმყოფოს ცხელების ზონას, სამედიცინო დაწესებულებაში გამოკვლეული ორი პაციენტიდან, ერთის პასუხია დადებითი. 

7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა კლინიკა “რუსთავის” კოვიდის მიმღებ ცენტრში.