პოლიციამ გამოძალვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თერჯოლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1984 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, მას ბრალად არაერთგზის გამოძალვა ედება. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თერჯოლის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეს – 1988 წელს დაბადებულ ი.კ.-ს მიმდინარე წელს, სხვადასხვა დროს, მუქარით 4050 ლარი გამოსძალა.

არაერთგზის გამოძალვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.