პრემიერის ვიზიტის პარალალელურად, რუსთავში აქტივისტებმა ჰაერის დაბინძურება გააპროტესტეს

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ქალაქში ვიზიტის პარალელურად, “ტექსტილის” საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზე სამოქალაქო აქტივსტები აქცია-პერფორმანს მართავენ.

აქტივისტები “გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ” კანონპროექტის დაჩქარებული წესით დამტკიცებას ითხოვდნენ. ვიზიტის დასრულების შემდეგ პრემიერს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

თუმცა სამოქალქო აქტივისტებს რუსთაველი დეპუტატები შეხვდნენ და აუხსნეს, რომ კანონპროექტის მესამე მოსმენით დამტკიცებამდე ტექნიკური რეგლამენტის გავლაა საჭირო.

როგორც რუსთავისა და გარდაბნის მაჟორიტარმა ნინო ლაცაბიძემ განაცხადა, ცვლილებათა პაკეტი 2021 წლის თებერვლის დასაწყისში უნდა დამტკიცდეს.