რამდენი ბავშვი მიიღებს 200 ლარიან დახმარებას-გაგრძელდება, თუ არა პროგრამა?

18 წლამდე ასაკის ბავშვების დახმარების სამთავრობო პროგრამა დასრულდა. როგორც ცნობილია, კომპენსაციის მიმღებ ყველა პირს შესაძლებლობა ჰქონდა, 1 დეკემბრამდე დარეგისტრირებულიყო და მთავრობისგან 200 ლარიანი კომპენსაცია მიეღო.

დღეის მდგომარეობით, სულ რეგისტრირებულია 943 289 ბავშვი. აღსანიშნავია, რომ მათ რიცხვში შედის 3 786 ბავშვი, რომლის მშობელმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა კომპენსაციის მიღებაზე უარი თქვა, თუმცა რა იყო უარის თქმის მიზეზი, ამას ჯანდაცვის სამინისტროში არ განმარტავენ.

გარდა ამისა, როგორც ჯანდაცვის სამინისტროდს ინფორმაციით ირკვევა, ამ დროისთვის თანხა უკვე დაერიცხა 925 224 ბავშვს, ხოლო დარჩენილ 14 279-ს უახლოეს მომავალში, ეტაპობრივად დაერიცხება.

პროექტის ფარგლებში, ამ ეტაპზე 185 044 800 ლარია გაცემული.

მთავრობის სხვა სოციალური პაკეტებისგან განსხვავებით, აღნიშნული პროგრამა არ გრძელდება.