ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დღემდე ქვეყანაში კორონავირუსის 1 მლნ 800 ათასზე მეტი ტესტი ჩატარდა.
„ჩვენს მოქალაქეებს აქვთ ძალიან ფართო წვდომა გეოგრაფიული და მოცულობით თვალსაზრისით და 250-ზე მეტ ლაბორატორიასა და პირველადი ჯანდაცვის ცენტრში, მათ შეუძლიათ ისარგებლონ ტესტირებით, ამის საჭიროების შემთხვევაში.
დღეისთვის არის ჩატარებული 1 მლნ 800 ათასზე მეტი ტესტი. პირველადი ჯანდაცვის სექტორის უდიდესი როლი აქვს კოვიდის მართვაში. მიმდინარე წლის 2 აპრილიდან ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, შეიქმნა ონლაინ კლინიკების პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც ოჯახის ექიმების მიერ, ყოველდღიურად ხორციელდება კოვიდ პაციენტების დისტანციური მართვა.
თავდაპირველად პროცესში ჩართული იყო 25 ონლაინ კლინიკა. დღეისათვის კლინიკების რაოდენობა 65-მდეა გაზრდილი. 2 აპრილიდან დღემდე ონლაინ კლინიკის ექიმების მიერ მოხდა 250 000-მდე ზარზე რეაგირება და შემდგომი მსვლელობის მიცემა“, – განაცხადა ტიკარაძემ.