რუსთავში კორონავირუსით გარდაცვლილი 29 წლის მამაკაცის მეგობრის ინფორმაციით, მას თანმხლები დაავადებები არ ჰქონდა და ფატალური შედეგი ექიმის შეცდომის გამო, დადგა.
მისივე ინფორმაციით, მამაკაცს თავდაპირველად კორონავირუსი სწრაფი ტესტით N2 დიაგნსოტიკურ ცენტრში არ დაუდასტურდა, სხვა პროფილის ექიმთან ვიზიტის შემდეგ, მას ბრონქიტის დიაგნოზი დაუსვეს და მკურნალობა ამ პროფილით გაგრძელდა.
კოვიდპაციენტი კლინიკა “რუსთავში” მხოლოდ ამის შემდეგ, 10 დეკემბერს გადაიყვანეს და მისი მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე მძიმე იყო.
ფაქტს,რომ პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე მძიმე იყო ადასტურებენ კლინიკა “რუსთავშიც”.
ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ეკატერინე ტიკარაძემ.