მარნეული-თეთრიწყარო-წალკის საავტომობილო გზის 8 კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. პროექტის ფარგლებშიის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა ადგილობრივ გზებთან მიერთებები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები და 3 მოსაცდელი პუნქტი.
ასევე, განხორციელდება გზის სავალი ნაწილის მონიშვნა და საგზაო ნიშნების განთავსება. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 4 მილიონ ლარამდე თანხას შეადგენს..