რეგიონული არხები ყველაზე გავლენიანი მაუწყებლების ათეულში მოხვდნენ

რეგიონული არხები ყველაზე გავლენიანი მაუწყებლების ათეულში მოხვდნენ. ამის შესახებ ინფოემაცია  კომპანია IPSOS (იფსოს) ახალი კვლევებში აღნიშნული. კვლევა მთავარი არხის დაკვეთით ჩარტარდა, რაც ნიშნავს იმას, რომ სხვა არხის გამოკითხვებშიც კი რეგიონული მაუწყებლები მედიაბაზარზე მოწინავე პოზიციებს იკავებენ.  Ipsos გლობალის მიერ   18 წელს ზემოთ მოქალაქეები შეირჩნენ.  ჯამში შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული 1 500 რესპონდენტი გამოიკითხა. კვლევის მეთოდოლოგიად კი პირისპირ ინტერვიუ იქნა გამოყენებული.

კომპანია “იფსოს” კვლევა 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.  საკვლევ პერიოდად   26 ნოემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი განისაზღვრა. მონაცემების ცდომილების ზღვარი  3%-ია.  კვლევის თანახმად,  კითხვაზე, რომელი არხია თქვენთვის ინფორმაციისა და პოლიტიკური კონტენტის ძირითადი წყარო?  გამოკითხული მოსახლეობის ხმები ასე გადანაწილდა:

26,5% -„იმედი“;

25,9% – „მთავარი არხი“;

14.1% – „რუსთავი 2“;

11,6% – „ტვ პირველი“;

8,3%- „ფორმულა“;

4.3% – „პირველი არხი“;

4% – „პალიტრანიუსი“;

2,3% – რეგიონული არხები;

1,2% – „კავკასია“;

1,8% – სხვა.

რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ხელმძღვანელი აცხადებს, რეგიონული არხები არ არიან განებივრებული სოციოლოგიური კვლევებით, მეტიც მისი თქმით, უკვე დაახლოებით 8 წელია ეს არხები საზოგადოების აზრის კვლევებში ვერ ხვდებიან. როგორც ნათია კუპრაშვილმა აცხადებს, რომ მისთვის ეს შდეგი გასაკვირი არ არის და უფრო მეტიც,  იმ შემთხვევაში თუ კვლევა რეგიონული არხების სამაუწყებლო ზონებში ჩატარდებოდა, სედეგი კიდევ უფრო მაღალი იქნებოდა.   ალიანსის ხელმძღვანელი ამბობს, რომ  ამ ნდობას იწვევს პოლიტიკური მიუკერძოებლობა, რადგან ეს მედიები ქმნიან ნაკლებად მიკერძოებულ კონტენტს. გარდა ამისა, რეგიონულ მედიას არ აქვს სხვა არჩევანი. კუპრაშვილის განცხადებით, როდესაც მედიაპროდუქტს შენთვის მნიშვნელოვანი და ნაცნობი აუდიტორიისთვის ამზადებ, შეუძლებელია იყო პოლიტიკურად ანგაჟირებული.

ცნობისთვის რეგიონული მაუწყებლები ჩამოთვლილ ათეულში  წარმოდგენილ არხებთან შედარებით ყველაზე დაბალშემოსავლიანი მედიებია. ამ მონაცემის მიხედვით,  რეგიონული არხები უსწრებენ ისეთ ნაციონალურ მაუწყებელს, რომელთა წლიური ბრუნვა  მილიონ ლარზე მეტია.

წყარო: Mtavari.tv

https://mtavari.tv/news/25247-ipsos-pirveli-kvleva-archevnebis-shemdeg-sruli