როდის დაიწყება ზამთრის არდადეგები სკოლებში?

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბრიდან იწყება,  სწავლა კი 18 იანვარს, ორშაბათს განახლდება. რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით,  3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით, სახელმწიფოში ცხადდება უქმე დღეები, რომელიც სკოლებსაც შეეხება.