„რუსთაველები“ საქველმოქმედო აქციებს აგრძელებენ

საზოგადოება „რუსთაველების“ დამფუძნებლები აგრძელებენ სოციალურად უკიდურესად შეჭირვებული ადამიანების დახმარებას.

ამჯერად სოციალური კალათები გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში დარიგდა.

ნიკოლოზობის დღესასწაულზე გამართულ საქველმოქმედო აქციაში საქართველოს პარლამენტის წევრები ნინო ლაცაბიძე და ალექსანდრე დალაქიშვილი, ასევე გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი და მერის მოადგილე გიორგი შინჯიკაშვილი მონაწილეობდნენ.