“კოვიდ-19”-ის წინააღმდეგ ბრძოლაში რუსთაველი ახალგაზრდები ერთვებიან. მოხალისეები სოციალურად დაუცველებს სურსათით და სხვა საჭირო პროდუქტებით მოამარაგებენ.
მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ჩართულობით დღეს “წითელი ჯვრის საზოგადოების” რუსთავის ფილიალის თავმჯდომარემ 20-მდე მოხალისეს ტრენინგი ჩაუტარა.
ახალგაზრდებმა ინფორმაცია და რეკომენდაციები მიიღეს უსაფრთხოების ზომების დაცვასთან დაკავშირებით.
გადამზადებული მოხალისეები მობილურ ჯგუფებს შექმნიან და მოწყვლადი ჯგუფებისთვის პროდუქტის სწრაფ მიწოდებას უზრუნველყოფენ.
აღსანიშნავია, რომ მოხალისეები კორონავირუსის პირველი ტალღის დროსაც მონაწილეობდნენ სურსათის დარიგებაში ხანდაზმულებისთვის თუ სოციალურად დაუცველებისთვის.