დღეს “რუსთავველოს” ორგანიზებით ტრადიციად ქცეული საახალწლო ველომსვლელობა მოეწყო.
სპორტულ აქტივობას რუსთაველი ველომოყვარულები ყოველი თვის ბოლო კვირას მართავენ.
საახალწლო ველომსვლელობა ჯანსაღი ცხოვრებისა და სპორტის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად და მას საქველმოქმედო ხასიათი ჰქონდა.
ველომსვლელობა რუსთავის შემოსასვლელიდან დაიწყო და ცენტრალურ ქუჩებისა და ახლადრეაბილიტირებული კოსტავას გამზირის გავლით მერიასთან დასრულდა.