ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 759 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, 139 ქვემო ქართლის რეგიონში დადასტურდა. ინფორმაციას უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო ავრცელებს.
მათივე ცნობით, რეგიონების სტატისტიკის თანახმად, ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში გამოვლინდა, ვირუსი 1 595 პირს დაუდგინდა.
რაც შეეხება ქვემო ქართლის მხარეს, ვირუსი დაუდასტურდა N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 45 პირს. ამის შესახებ TV4-ს სამედიცინო დაწესებულების დირექტორის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათში პოლიკლინიკაში 84 პირი გამოიკვლიეს, დანარჩენების ტესტის პასუხებს ლუგარის ლაბორატორიიდან ელოდებიან.
ქვეყანაში დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა კიდევ 3 574 პირი. გარდაცვლილთა რაოდენობა კი 36-ით გაიზარდა.