მშრომელთა სოლიდარობის კავშირმა რუსთავის მერიაში გურამ გუგენიშვილის ბიუსტის დადგმის ინიციატივა დაარეგისტრირა. ინიციატივა ეკუთვნის ნანა მეკოშკიშვილს, რომელიც კოსტავას გამზირზე ცნობილი სპორტსმენის მეზობლად ცხოვრობდა.
როგორც ცნობილი ხდება, ამ ეტაპზე 455 ხელმოწერაა შეგროვებული და პროცესი გრძელდება.
ცნობისთვის, შერეული საბრძოლო ხელოვნების ოსტატი გურამ გუგენიშვილი 2014 წელს, 28 წლის ასაკში, ტრაგიკულად, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.
სპორტსმენმა გულშემატკივარს კარიერის დასაწყისში ზედიზედ მოგებული 11 ორთაბრძოლით დაამახსოვრა თავი, ასევე გახდა მსოფლიო ჩემპიონი უნივერსალურ ბრძოლაში და შევიდა საბრძოლო სამბოს მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორთა შორის.