რუსთავის მუნიციპალიტეტი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიაში ჩაერთო.
თუ ხარ ძალადობის მსხვერპლი ან იმყოფები ძალადობის რისკის ქვეშ, დახმარებისთვის: დარეკე 112-ზე ან გამოიყენე 112-ის მობილური აპლიკაცია და გამოიძახე პოლიცია- ამ შინაარსის საინფორმაციო პლაკატები განთავსდა მუნიციპალიტეტის საჯარო სივრცეში.
ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია, მთელს მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება.
ღონისძიებები 25 ნოემბერს – ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს დაიწყო და ხვალ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღით დასრულდება.