რუსთავის მერი ”ახალგაზრდობის პარკის” სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო

ფალიაშვილის ქუჩაზე ”ახალგაზრდობის პარკის” სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების ხარისხს  ქალაქის მერი ადგილზე გაეცნო.  ცნობისთვის, პარკის რეაბილიტაცია საზოგადოების ინიციატივით დაიწყო.

რეკრეაციულ სივრცეში მოეწყობა სავარჯიშო კონსტრუქციები, განთავსდება საზოგადოებრივი თავშეყრის ფანჩატურები, სასმელი შადრევნები და შინაური ცხოველების სასეირნო კუთხეები.

გარდა ამისა, პარკი გამორჩეული იქნება თანამედროვე სტანდარტების სარწყავი სისტემით, რომელიც აითვისებს მთელ მიმდებარე ტერიტორიას და ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები ნოემბრის დასაწყისში დაიწყო და დასრულებულ სახეს მომავალი წლის ზაფხულში მიიღებს.

ცნობისთვის,სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „შპს სამება“ ახორციელებს და ჯამურად მისი ღირებულება 1, 654 439 ლარს შეადგენს.