რუსთავის მერმა მრავალშვილიან ოჯახებს საახალწლოდ ტკბილეული გადასცა

რუსთავში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს რუსთავის მერმა, მერის მოადგილე კახა გურულმა და სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა დავით შანიძემ საახალწლოდ ტკბილეული გადასცეს.

მათი თქმით, აქტივობა რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება და სამომავლოდ პროდუქტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსა და მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარებსაც გადაეცემათ.