რუსთავის საკალათბურთო გუნდმა “თსუ”-ს ნაკრები სუპერლიგის შეხვედრაში დაამარცხა

დღეს რუსთავის საკალათბურთო გუნდმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნაკრები სუპერლიგის შეხვედრაში დაამარცხა.

თამაში თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, პანდემიის გამო მაყურებლების გარეშე ჩატარდა.

მატჩი რუსთაველების გამარჯვებით ანგარიშით 92:85 დამთავრდა. მიმდინარე სუპერლიგაში რუსთავს არც ერთი წაგება არ აქვს ამ თამაშით მათ მეოთხე გამარჯვება მოიპოვეს.

მორიგ მატჩს “რუსთავი” 15 დეკემბერს “მგზავრები”-ს წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება.