რუსთავის საკრებულომ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” დაფუძნების ცნობა მიიღო.
ფრაქცია ახალი შემადგენლობით დამტკიცდა. ყოფილი თავმჯდომარე, ალექსანდრე ბერიძე გიორგი მღებრიშვილმა ჩაანაცვლა, ახალი თავმჯდომარე და მისი მოადგილე კი შესაბამისად, ნანა შატბერაშვილი და გურამ ლაცაბიძე იქნებიან.
როგორც TV4-ისთვის ხდება ცნობილი ალექსანდრე ბერიძე “ნაციონალური მოძრაობის” წევრად რჩება და ის საქმიანობას პარტიის შტაბში გააგრძელებს.
დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ 19 საკითხს უყარეს კენჭი და ყველა მათგანი დადებითად გადაწყვიტეს.
საკითხები რუსთავის 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილების შეტანას და სოციალური პროგრამების განხორციელების წესების დამტკიცებას შეეხებოდა.
საკრებულოს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი რუსთავი თბილისის მარშრუტზე ნებართვის ფასის გადასახადიდან კომპანიის გათავისუფლებას. საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, მგზავრების გადაყვანამდე ეს შეღავათი შენარჩუნებული იქნება.