“რუსთავის ფოლადმა” ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა

საწარმო “რუსთავის ფოლადის” არასახიფათო ნარჩენების  გადასამუშავებელი საამქროს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. ტერიტორიაზე, ამ დროისთვის, 8 მილიონი დასაწყობებული ნარჩენია განთავსებული.

გეგმის მიხედვით, ქარხნის მფლობელობაში არსებული 3 ძველი და 1 ახალი დანადგარის გამოყენება იგეგმება.

შედეგად გაიზრდება საწარმოს წარმადობა და კომპანიას შესაძლებობა ექნება, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სამშენებლო და სარემონტო ნარჩენები გადაამუშაოს.

პრეზენტაციას ქალაქის მერი და არასამთავრობო სექტორი ესწრებოდა.

როგორც დაინტერესებული მხარეები აცხადებენ, ნებისმიერი საწარმოს ზრდა დამატებით რისკებთან არის დაკავშირებული. ეკოაქტივისტები ყურადღებას მძიმე ეკოლოგიურ ფონსა და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ზრდის საფრთხეებზე ამახვილებენ.