რუსთავის წყალი განცხადებას ავრცელებს

კომპანია “რუსთავის წყალი” წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით, ინფორმაციას ავრცელებს.

მათივე ცნობით,დღეს, 5 დეკემბერს “ენერგო-პრო ჯორჯიას” ელექტროგადამცემი ხაზი ავარიულად დაზიანდა, რის გამოც “რუსთავის წყლის” ხრამის სათავე ნაგებობას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით წყალმომარაგება შეეზღული აქვს:
ქ. რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს, მშენებელთა დასახლებას;

წყალმომარაგება 21:00 სააათიდან აღდგება.

კომპანია „რუსთავის წყალი“ აბონენტებს დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის.