დღეს საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატის ეროვნული ლიგა 2-ის ბოლო ტურის მატჩში რუსთავის “რუსთავმა” თბილისის „შევარდენს“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. მატჩი იმით იყო გამორჩეული, რომ რუსთავს გამარჯვების შემთხვევაში ეროვნულ ლიგა1-ში აღზევების შანსი ექნებოდა. რუსთაველებმა საქართველოს ჩემპიონატის რიგით მეორე ლიგა ჯამში 26 ქულით და მეოთხე ადგილით დაასრულეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქალაქის გუნდს ელიტაში დაწინაურებისთვის ბრძოლა 2021 წელსაც მოუწევს.