“რუსთავი” 75:57 “ოლიმპი”

საკალათბურთო სუპერლიგის მორიგ შეხვედრაში რუსთავის “რუსთავი“  თბილისის „ოლიმპს“ დაუპირისპირდა და ანგარიშით 75:57 დაამარცხა.

მასპინძლებმა პირველი ტაიმი ბრძოლაში გადაიარეს, თუმცა მეორე ნახევარში ძალები მოიკრიბეს და სეზონში დაუმარცხებელ სვლას კვლავ აგრძელებენ.

რუსთავის საკალათბურთო გუნდისთვის სუპერლიგაში ეს უკვე მეხუთე გამარჯვებაა.ცნობისთვის,მორიგი შეხვედრა 22 დეკემბერს რუსთავში გაიმართება, სადაც რუსთავის მეტოქე თბილისის „დინამო“ იქნება. შეხვედრა დღის 14:00 საათზე დაიწყება.