“რუსთავი” 89 : 82 “ტიტები”

2020 წლის საკალათბურთო სუპერ ლიგის ფარგლებში რუსთავის “რუსთავმა” თბილისის გუნდს “ტიტებს” უმასპინძლა.

დაძაბული თამაშის მიუხედავად,რუსთავის “რუსთავმა” კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა ანგარიშით 89:82.

მასპინძლები მთელი შეხვედრის განმავლობაში ლიდერობდნენ და დასახულ მიზანს მარტივად მიაღწიეს.

წლის ბოლო შეხვედრას რუსთავი თბილისში ცხუმ-აფხაზეთის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 30 დეკემბერს 12:00 საათზე დაიწყება