„რუსთავმა“ კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა

დღეს რუსთავის საკალათბურთო კლუბმა „რუსთავმა“ კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა.სუპერ ლიგის ჩემპიონატის ფარგლებში რუსთავის კლუბი ბათუმს დაუპირისპირდა. შეხვედრა რუსთაველთა გამარჯვებით ანგარიშით 94 : 71 დასრულდა. დღევანდელ შეხვედრას რუსთავის საკალათბურთო დარბაზმა უმასპინძლა.

მორიგ თამაშს რუსთავის კლუბი 12 დეკემბერს დღის 12:00 საათზე ,თბილისის ოლიმპიურ სასახლეში კლუბ „თსუ“-ს წინააღმდეგ გამართავს.