რუსთავში ავტომობილს გაზის ბალონი აუფეთქდა

21-ე მიკრორაიონში სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟია მობილიზებული. როგორც Tv4-ის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება,  “მერსედესის” მარკის ავტომობილს გაზის ბალონი აუფეთქდა.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. როგორც ცნობილი ხდება, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.  ავტომობილის მძღოლს პირველადი სამედიცინო დახმარება სასწრაფოს ექიმებმა ადგილზე გაუწიეს.