რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევას ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.TV4-ის ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ფეხითმოსიარულეს დაეჯახა.შუახნის ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც ცნობილი ხდება შეუძლოდ გახდა ავტომობილის მძღოლიც, რომელიც სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა.
შემთხვევა ფიროსმანის ქუჩაზე, თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.