რუსთავში ახალი ავტობუსების შემოყვანა გადაიდო

რუსთავში 40 ახალი ავტობუსის ეტაპობრივად შემოსვლა 3 დეკემბერს ელოდებოდნენ,თუმცა როგორც რუსთავის მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძე აცხადებს, ახალი ავტობუსების შემოსვლა 3 დეკემბრის ნაცვლად, მომავალი კვირიდან დაიწყება.

მიზეზად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდში ქვეყანაში შექმნილ ვითარებასა და პანდემიას ასახელებენ.