ჯგუფის “სიკეთე გადამდებია” ორგანიზებით, რუსთავში კიდევ ერთი საქველმოქმედო აქცია გაიმართა.
ჯგუფის წევრებმა ოც სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახს სურსათი და სხვადასხვა სასაჩუქრე კალათები გადასცეს.
აქციის ორგანიზატორების თქმით, ჯგუფი საქველმოქმედო პროექტებს მომავალშიც გეგმავს, რომლის ფარგლებშიც სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაეხმარებიან.