რუსთავში “კოვიდ-19”-ით ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა

კლინიკა “რუსთავში” კორონავირუსით 29 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი კლინიკაში 10 დეკემბერს კრიტიკულ მდგომარეობაში შეიყვანეს. მას თანმხლები დაავადებები არ ჰქონდა, თუმცა მდგომარეობა საავადმყოფოში შეყვანისას მძიმე იყო. კლინიკაში აცხადებენ, რომ პაციენტს ცალი ფილტვი სრულად ჰქონდა დაზიანებული.