რუსთავში ნაძვის ხის მონტაჟის სამუშაოები დაიწყო

რუსთავში ნაძვის ხის მონტაჟის სამუშაოები  დაიწყო.

საახალწლო ნაძვის ხე, თავისუფლების  მოედანზე დაიდგმება და 25 დეკმებერს აინთება.

კორონავირუსის პანდემიამ გავლენა იქონია საახალწლო ღონისძიებების თითქმის ყველა მიმართულებაზე.

გასული წლისგან განსხვავებით, გარე განათებები არ მოეწყობა ქალაქის ცენტრალურ პარკში. წელს დაახლოებით 4-ჯერ შემცირდა საახალწლო დეკორაციებისთვის გამოყოფილი თანხები  და განათებებისთვის ჯამში 20 000 ლარი დაიხარჯა.ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, გაუქმდა ყველა სახის კონცერტი და საახალწლო ღონისძიება.